„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოპოზიციონერ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარს აკრიტიკებს: “რა წარმოდგენა მაქვს მათზე ვინც ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს “უპრავებს”,იცით, მაგრამ პროტესტის ეს ფორმა, თავზე დააცალო სანაგვე ადამიანს,ყოვლად მიუღებელია. ვინც არ უნდა იდგეს ამ ქმედების უკან, ამგვარ გამოვლინებას გამართლება არ აქვს. და საერთოდ, ამ გზით რომ გვეპასუხა ყველა იმ საქციელისთვის ,რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის მომავალი, მერწმუნეთ, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი გადაურჩებოდა თავზე ურნის დამხობას. მათ შორის,ისინიც, ვისთვისაც დღევანდელი პროტესტის ფორმაა მისაღები“. _ წერს ხერხეულიძე.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა. საერთო პროტესტის მიუხედავად, ის საბჭოში შევიდა, რის გამოც, მშობლიური „რესპუბლიკურო პარტია“ დატოვა.
რაც შეეხება ნაგვის ურნის თავზე დაცლას, ირკვევა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ გააკეთა: „ნაგვის ყუთში ჩაგდებას, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრა ვამჯობინეთ (წნევიანი კაცია მაინც)“, – აცხადებს მოძრაობა „ალტერნატივა“.
მსგავსი სტატიები
- 92
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო მასშტაბით უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ აფასებენ ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ფეისბუკ პოსტს: ნინო ჯანგირაშვილი, ტელეწამყვანი: 'ტრამპი პრეზიდენტობას სოციალურ ქსელებში დაბლოკილი და თავლაფდასხმული ასრულებს. თუმცა, მისი ქმედებების შედეგები ჯერ ბოლომდე არ მოუმკია. ამერიკული სახელმწიფო, სავარაუდოდ, უფრო…
- 91
ენმ, უმოკლეს ვადებში, საზოგადოების წინაშე წარვსდგებით ბევრად უფრო სოლიდურად და მასშტაბურად - წერს პარტიის თავმჯდომარე და ამით კონგრესმენს კონგრესმენ მიქსის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში, სამართლიანი არჩევნებით, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილებაზე საუბრობს. მელია წერს, რომ ერთიანობისკენ ახლა ქართულ საზოგადოებას ქვეყნის მეგობრები მოუწოდებენ და ენმ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მასშტაბური და ერთიანი…
- 91
ძალადობასა და აგრესიისკენ მოწოდებებს ერთ-ერთი პირველი ტრამპის ადმინისტრაციიდან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი გაემიჯნა და რადიკალი დემონსტრანტებების ქმედებები კონგრესის ტრიბუნიდან დაგმო. რომელიც კონგრესში არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად იყო მისული. სწორედ მან მიიღო შემაჯამებელი დოკუმენტი და გამარჯვებაც პირველმა მიულოცა ჯო ბაიდენს. კაპიტოლიუმის მოვლენების ნამდვილი და მთავარი გმირი - ასე შეაფასა "მთავარი არხის" ეlგებერალირკა დირექტორმა…
- 91
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. 30 წლის ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს ადასტურებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ირაკლი ფანგანი მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრია და ის დაკავების დროს ოფისში იყო. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს. "მოსამართლის განჩინებით დააკავეს რამდენიმე წუთის წინ. ის ალტერნატივას წევრია. დაკავებულია…