“ვინც ხმას აძლევს “ქართულ ოცნებას” ის ღუპავს საქართველოს”- პაატა ბურჭულაძე

„ქართველმა ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს ყველას, გარდა  „ქართული ოცნებისა”- ეს განცხადება პაატა ბურჭულაძემ ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა.

„ქართველმა ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს ყველას, გარდა  „ქართული ოცნებისა”, რადგან „ქართულ ოცნებას” ვინც აძლევს ხმას ფაქტობრივად ის ღუპავს საქართველოს. მქონდა შემოთავაზება, გაერთიანებულ ოპოზიციაში ვყოფილიყავი სიის სათავეში, თუმცა ვერ ვხედავ ჩემს თავს პარლამენტში. არ შემიძლია პარლამენტში მუშაობა. მე არჩევნების შემდეგ შევხვდები ყველა პარტიას, მინდა საქართველოში შევქმნა ორგანიზაცია, რომ ქვეყანაში მშიერი ბავშვები აღარ იყვნენ. სიამოვნებით ჩავუდგები ამას სათავეში, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პარლამენტთან და დაექვემდებარება მხოლოდ პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share