საფრანგეთში მოღვაწე, AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი დღეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მომხდარ ფაქტზე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს ეხმაურება და წერს:
“საოცრად მაკვირვებს პრადვინუტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეშფოთება იმ ფაქტზე რაც ბათუმში მოხდა. ლამის ერთხმად დაგმეს იმ მოქალაქის ქმედება, რომელმაც სანაგვე ყუთი პროტესტის ნიშნად გამოიყენა დეპუტატის წინააღმდეგ. რატომღაც ყველას ავიწყდება ის ნაგავი, რომელშიც მრავალი წელი იქექება უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, სიცოცხლის გადასარჩენად. დაგმეს ადამიანი, რომელიც თვეების განმავლობაში, ხელისუფლების მიერ, თავზე დაყრილ ნაგავს უშედეგოდ აპროტესტებს გაყინულ კარავში, რათა თბილ ბალიშებზე მოკალათებულმა ოპოზიციის ლიდერებმა, მათივე წყალობით, მომავალში, ტრაკი უკეთესად გაითბონ! მე წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მაგრამ მომხრე ვარ ნებისმიერი თქვენგანი ვიხილო თავსზე ნაგავ დაყრილი, რამეთუ სანაგვე ურნად ქცეულ ქვეყანაში, თქვენი პოლიტიკური სიკეკლუცე, იმაზე უფრო მეტად გულის ამრევია, ვიდრე ამ კაცის ქმედება კონკრეტულ სიტუაციაში.”- წერს სულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელსაც დღეს, ერას მოედანზე თავზე ნაგავი დააყარეს, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა. საერთო პროტესტის მიუხედავად ის საბჭოში შევიდა, რის გამოც, მშობლიური „რესპუბლიკურო პარტია“ დატოვა. რაც შეეხება ნაგვის ურნის თავზე დაცლას, ირკვევა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ გააკეთა.