სახალხო დამცველი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებზე: თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს და აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატების მიწოდების საკითხს ეხმაურება ასე ეხმაურება:

„მინდა გამოვეხმაურო აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები.

მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია”, – წერს ლევან იოსელიანი.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share