“საქართველოს სჭირდება მეტი რეფორმა…..წლის ბოლოს სტატუსის მინიჭება განიხილება”-ბორელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით ისტორიულ შესაძლებლობაზე, ასევე დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებაზე.

ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა სჭირდება მეტი რეფორმა, რადგან წლის მიწურულს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება განხილული. ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელსა და EU-ს წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების განხორციელებით.

თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share