“იმედი მაქვს, ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი აღმოჩნდება ნაგვის ყუთში”

ექსპერტი არჩილ გამზარდია დღეს ბათუმში მომხდარ ფაქვს ეხმაურება, რამაც საზოგადეობის გარკვეულ ნაწილში კრიტიკა, ნაწილში კი მოწონება დაიმსახურა:

“ხელისუფლების წარმომადგენლებზე ნაგვის დაყრა უხერხულია, იმიტომ რომ ანაგვიანებთ მიწას, გზას, გარემოს. ბევრად უფრო სწორი საქციელია ხელისუფლების წარმომადგენლები ჩატენოთ ნაგვის ურნაში. ეს იქნება სამართლიანიც და ადეკვატურიც. რაც შეეხება ეთიკურობას, როცა ხელისუფლება დაიმსახურებს ეთიკურობას, კი ბატონო, მაგრამ ახლა არა. პ.ს. კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცი, ვისზეა საუბარი, ვამბობ ზოგადად. თუ ადრესატი იქნებოდა პრემიერი, ვიცეპრემიერი, ოცნების თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე და ა.შ. ცალსახად არ ჩავთვლიდი ამას არაეთიკურად, არამედ სამართლიან და მეტისმეტად მსუბუქ აქტად. მეტიც, დიდი იმედი მაქვს, ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი ადრე თუ გვიან აღმოჩნდება ნაგვის ყუთში ანუ იქ, სადაც მათი ადგილია რეალურად”-წერს გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელსაც დღეს, ერას მოედანზე თავზე ნაგავი დააყარეს, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა. საერთო პროტესტის მიუხედავად ის საბჭოში შევიდა, რის გამოც, მშობლიური „რესპუბლიკურო პარტია“ დატოვა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share