“მთავრობამ დედაბუდიანად პატიმრობა მოგვისაჯა”- ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი მაია ცირამუა კოვიდპანდემიის გამო საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ვერანაირი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო (რომელიც კარგად ვიცით რა დღეშია) ვეღარ გაუმკლავდება აქ პრობლემებს.

წარმოუდგენელია ასეთი არათანმიმდევრულობა! მოლები გაიხსნა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ მოძრაობს. ბავშვები ისევ გამოკეტილები და მთელი ქვეყანა 9 საათიდან საბუდარში შერეკილი ქათმებივით. ნახევარი საქართველო (თუ მეტი არა) გაღატაკებული, დეპრესიაში და სრულიად უპერსპექტივო. ბავშვები ყველაზე მტკივნეული თემაა!!!

რატომ ვერ ხსნიან სკოლებს? ალბათ ბევრი მიზეზია, მაგრამ ყველაზე მთავარი – 2017 წელს, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის საჯარო სკოლა მოვინახულეთ. უმრავლესობას არ ჰქოდა წყალი, ტუალეტი სკოლის ეზოში იდგა … საშინელი ფეხსალაგი, ხელსაბანი და საპირფარეშო ერთ სივრცეში არ არის. ხელსაბანში წყალი არ ასხია. კატასტროფა !!!! თბილისის გადაფრონცქილი სკოლების დერეფნებშიც ერთმანეთში ირევა ტუალეტისა და ბუფეტის სუნი, ძირითადად საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა … ამაზე, თუ გახსოვთ ჯეჯელავა წუხდა მაშინ და იქვე დამთავრდა …

ცხადია ასეთი სკოლებით ვირუსის გავრცელებას ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ უკვე ერთი წელია ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და რა ჯანდაბას ველოდებით?! ალბათ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მოწესრიგება და რაიმე გონივრული სქემის შექმნაც, რომ სკოლებისა და ბაღების დახურვა ყველაზე უკიდურესი ზომა ყოფილიყო!

რატომ ვერ მოიფიქრა ვერაფერი ჩვენმა მთავრობამ იმის გარდა, რომ დედაბუდიანად პატიმრობა მოგვისაჯა?!”, – წერს ცირამუა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    "ღია წერილი ჩემს საყვარელ საქართველოს"!“ღია წელირი ჩემს საყვარელ საქართველოს! მეგობრებო! ძვირფასო ჟურნალისტებო! მაპატიეთ რომ ვერ გპასუხობთ ზარებზე და მესიჯებზე! ისეთ ადგილას ვიმყოფები სადაც არც ინტერნეტი და არც ტელეფონი ყოველთვის არ იჭერს! ამასთან ერთად ვთვლი რომ ჩემი აზრი გამოვთქვი და დასამატებელი არაფერი მაქვს,პირდაპირ ეთერში იგივე სიტყვების გამეორების აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ,მაპატიეთ! უსამართლობასთან,დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "ამ ურთულეს კრიზისს ვერაფერი უშველის, სამართლიანი არჩევნების გარდა"ზუსტად 30 წლის წინ საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების 90-მა პროცენტმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. თითქმის 99%-მა პროცენტმა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა, რის საფუძველზეც მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს არსებობა ოფიციალურად დასრულდა და საქართველოს  დამოუკიდებლობა აღდგა. ეს ყველაფერი თითქოს ერთ დღეში მოხდა, თუმცა რეალურად 3 ათწლეულის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "კეთილი ინებეთ და ნაგავიც აიტანეთ და იცით რატომ უნდა აიტანოთ"?ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა გუშინ ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ირაკლი ჩავლეშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს და ვრცელ განმარტებას აკეთებს: "ნაგავი პოლიტიკაში ახალი სიტყვა არ არის. უკრაინაში"ბუკერებში" - ურნებში ტენიდნენ კორუპირებულ პოლიტიკოსებს. რა თქმა უნდა, ეს ესთეტიურად ძალიან ცუდად გამოიყურება. მით უფრო - ქართული ხასიათიდან…
    Tags: და, რომ, არ, თუ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა