“აყვედრიან, რომ ბიძინამ მას სიცოცხლე გადაურჩინა”

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკოს დავით ზურაბიშვილის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლოდროინდელ „გაშავების“ კამპანიას გამოეხმაურა.

„რაღაც უსაზიზღრეს კამპანიას
აწარმოებენ დათო ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
აყვედრიან, რომ ბიძინამ მას სიცოცხლე გადაურჩინა (კიბო სჭირდა) და რადგან დავალებულია, ვეღარ უნდა დაუპირისპირდეს როცა არ ეთანხმება.
აი ეს არის ოლიგარქია.
ადამიანი სიკეთეს კი არ გიკეთებს. შენს მორჩილებას ყიდულობს – სამშობლოც რომ გაყიდოს, უმადური იქნები თუ დაუპირისპირდები.
ამ სამარცხვინო არგუმენტით უპირისპირდებიან რეჟიმის მონები.
იმედია არ დამჭირდება, მაგრამ თუ დამჭირდა, არავინ დამეხმაროს სულ რომ ვკვდებოდე, ვინც თვლის რომ ამით ჩემს სინდისს ყიდულობს“ , – წერს ის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share