სანქციები სააკაშვილის გამო – ამ სათაურით პოლონური გამოცემა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
მედია წერს, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა იმის ჩვენებაა, რომ პოლიტიკოსებს, რომლებიც მათი ოპონენტის მოკვლას ცდილობენ, პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
გამოცემა იხსენებს ვარშავაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ფრანგი ინტელექტუალის, პოლიტიკური ფილოსოფოსისა და მწერლის, ბერნარ-ანრი ლევის სიტყვებს, რომელმაც თქვა – „ისინი, ვინც გარისკავენ და დაუშვებენ მის სიკვდილს, პუტინის თანამზრახველები იქნებიან”.
მან სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტს, პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყაროში მათ დააკავებენ იმის გამო, რაც სააკაშვილის შეიძლება დაემართოს.
„ის, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება, არის საშინელი ჰიბრიდი იმ დანაშაულებისა, რომლებსაც კრემლი აწყობდა მისი მრავალი ოპონენტის წინააღმდეგ. ალექსანდრე ლიტვინენკოს მსგავსად, სააკაშვილსაც შხამიანი ელემენტებით კლავენ”, – აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ეფექტურობა სჭირდება და არა თანაგრძნობა და კეთილი სიტყვა.