“საერთოდ პანდემიისას განხორციელებული ზომების გამო ხელისუფლების კრიტიკას ვერიდები. ჯერ ერთი არ მიმაჩნია საკუთარი თავი კომპეტენტურად ამ საქმეში, გარდა ამისა, მესმის, რომ ობიექტურად რთული მდგომარეობაა და ამ ვითარებაში ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა ხელისუფლებამ შეიძლება დაუშვას შეცდომები, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის ამდენ ხანს გაჭიმვა სრულიად ელემენტარული მავნებლობაა”.
ამის შესახებ დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში Facebook წერს:
“მიზეზი ამგვარი აკრძალვისა თითქოს არის ის, რომ შეამციროს მოსახლეობის მობილობა და გადააადგილება, მაგრამ რეალურად აქ მოქმედებს სულ სხვა ფაქტორები, კერძოდ:
ა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძირითადად გადაადგილდებიან საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ამ ფენას კი ხელისუფლებაში, მოლების მეპატრონეებისგან განსხვაავებით, არ ჰყავს ლობი, ანუ ხელისუფლებას არავინ აწუხებს ამ ფენის ინტერესების გამო. შესაბამისად, იქაც არ ენაღვლებათ.
ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვას ჭირდება სერიოზული კონტროლი და ხელისუფლებაში ეზარებათ ამის ორგანიზება და შესაბამისი რესურსის მოძიება. თუ ასი ათასი მომიტინგე არ დგას ქუჩაში, რატომ უნდა შეიწუხონ თავი? აკრძალვა ბევრად მარტივი გზაა.
გ) თვითონ არ აწუხებთ ეს პრობლემა, რადგან მშვენივრად მოძრაობენ საკუთარი თუ სამსახურის მანქანებით.
ამიტომაც დაიჩაგრა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტად. უფრო სწორად, ჩვენ დავიჩაგრეთ, ამ ტრანსპორტით ვინც ვსარგებლობთ.
საქართველოს მთავრობა, ნორმალურია ვითომ ეს? სანამ მართლა ასი ათასი გადარეული მოქალაქე არ გამოგივარდებათ, მანამდე არ უნდა შეიბერტყოთ ყური?” – წერს დავით ზურაბიშვილი.
მსგავსი სტატიები
- 99
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი 2021 წელს შემდეგ პოლიტიკურ მოვლენებს პროგნოზირებს და სოციალურ ქსელში წერს: „პოლიტიკური პროგნოზების კეთება საქართველოში ისედაც უმადური საქმეა და მით უმეტეს ახლა,როცა სიტუაცია იმდენად არეულია (და არა მარტო ჩვენთან), რომ რა მოხდება კაცმა არ იცის. სამაგიეროდ, ვფიქრობ, ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა…
- 98
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება და სამონასტრო კომპლექსის ნაწილის საბჭოთა პერიოდში დაკარგვის ისტორიას იხსენებს. დეკანოზის თქმით, დავით გარეჯის კომპლექსი 17 მონასტრისგან შედგება. მათგან 10 კი მიტოვებული და მოუვლელია. “ეს ერთი კვირაა, შემძაგდა ფეისბუკში სიახლეების შეხედვა, არც არაფერი დავწერე ამ საკითხზე, ვუყურებ და რაც ხდება გარეჯის საკითხის…
- 98
ნიკა გვარამია, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის : "მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე აღარ შემოვა სამი ათასამდე ზარი განხორციელდა უცნობი ნომრებიდან (ყველა უპასუხოდ დარჩა) და საკომუნიკაციო კუთხით პარალიზებული ვიყავი მთელი დღე რაც წულუკიანმა გააკეთა, და მერე მას აყოლილმა…
- 98
ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში,მთავრობის მიერ, ქვეყანის ტერიტორიაზე გაგრძელებულ შეზღუდვებს ეხმაურება და წერს: "დაახლოებით 2 კვრის წინ ვთქვი რომ ესენი საგანგებოს გაგრძელებას ზაფხულამდე აპირებენ და თითო თვით გაგრძელებით შემოგვაპარებენმეთქი. ჩემიანებმაც კი ეჭვის თვალით შემომხედეს, არ იქნება ეგ სიმართლეო. ყველაზე მნიშვნელოვანს ზღუდავენ – საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის…