“უნდა გამოქვეყნდეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები….და სამკითხაო აღარაფერი იქნება”-გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის ეპიზოდთან დაკავშირებით, გიული ალასანია პალატაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს.

„ცოტა წამოიწია და  თავი ცუდად იგრძნო, ვუთხარი სასწრაფოდ მიწექი, არ ადგე. დღეს არის სწორედ ის ქალბატონი ექთანი მორიგე, რომელიც იმ დღეს იყო მორიგე, როცა ეს მოხდა და მის ხელში მოხდა ეს სხვათა შორის. ის არის მოწმე თუ როგორ დაკარგა გონება და ის ასულიერებდა სწორედ. ვფიქრობ, უნდა გამოქვეყნდეს კამერის ჩანაწერი და ყველაფერი ნათელი გახდება, სამკითხაო აღარაფერი იქნება“- განაცხადა გიული ალასანიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share