გოგა შარაშენიძემ და ანანო დუმბაძემ ჯვარი დაიწერეს

გოგა შარაშენიძემ და ანანო დუმბაძემ ჯვარი დაიწერეს

დღეს, ცხემლისხიდის (შემოქმედის ეპარქია-გურია) ეკლესიაში, ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ვაჟმა, გოგა შარაშენიძემ ჯვარი დაიწერა.

შარაშენიძის რჩეული ოზურგეთელი ანანო დუმბაძეა.

ანანო, ოზურგეთის “მერცხალის” ყოფილი ფეხბურთელის, ამჟამად, ოჯახით ისრაელში მცხოვრების, თემურ დუმბაძის ქალიშვილია.

ჯვრისწერას, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო არსებული რეგულაციებით მხოლოდ გოგასა და ანანოს ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share