ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საავტომობილო გზასთან ახლოს მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ბავშვი სავარაუდოდ 5 დღის არის.
ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთვსებული. ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია ამბობს, რომ ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის თავს კარგად გრძნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დაიწყო, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედის ვინაობა უკვე დადგენილია.