ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. 30 წლის ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს ადასტურებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ირაკლი ფანგანი მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრია და ის დაკავების დროს ოფისში იყო. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს. “მოსამართლის განჩინებით დააკავეს რამდენიმე წუთის წინ. ის ალტერნატივას წევრია. დაკავებულია 156-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამ მუხლით პირველი დაკავებულია ქვეყანაში. ეს დაკავება „ქართულ ოცნებას“ ჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკოსს უთხრას, ნუ გეშინიათ შემოდით პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში და თუ ვინმე შეგეხებათ დაისჯება. სწორედ ამით სურთ შეიყვანონ პოლიტიკოსები პარლამენტში. როცა კრიმინალია ქვეყანაში, ძარცვა და ესებუას ფაქტია და პოლიცია იმაზე არ ზრუნავს. ეს იყო პოლიტიკურო აქტი და არავინ არ გაექცოდა პასუხიმგებლობას. დამალვა არავის ჭირდებოდა, მივიდოდა გამოკითხვაზე.. მოსაწონი არ იყო ფაქტი, მაგრამ მიზეზზე უნდა ვიმსჯელოთ რამ გამოიწვია,” – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ირაკლი ჩავლეიშვილმა ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. გუშინ მას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ბონდო თედორაძე და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივამ” კი შეურაცხყოფა მიაყენა – ურნიდან ნაგავი დააყარა.
ირაკლი ჩავლეიშვილი პოლიციამ დღეს გამოკითხა.