6-7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება.

ევროპის დღეები საქართველოში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით აღინიშნება. 6 და 7 მაისს ორბელიანის მოედანზე ესპანური და შვედური საღამოები მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოსულ სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა და ინსტალაცია.ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.

6 მაისი – ესპანეთის დღე

17:00-20:00

ესპანური კაფე – ტრადიციული პაეიას მასტერკლასი და დეგუსტაცია;

სანგრიას მასტერკლასი და დეგუსტაცია;

შემეცნებითი ინსტალაციები;

ყვავილების გამოფენა და ფოტო კუთხე;

გიტარაზე დაკვრისა და ცეკვის წარმოდგენა/მასტერკლასი;
ტრადიციული სამოსის გამოფენა;

20:00 -21:00

ანტონიო გადესის კომპანიის წარმოდგენა: ფლამენკოს ქორეოგრაფიული სცენები სპექტაკლებიდან – 2 ნაწილად;
შესვენებისას, სპეციალური სტუმარი ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“

7 მაისი – შვედეთის დღე

17:00-20:00

შვედი შეფის და ქართული მასტერშეფის გამარჯვებულის კოლაბორაცია, მასტერკლასი და დეგუსტაცია;
თოჯინების თეატრი სპექტაკლით „ კარლსონი“;
ინტერაქტიული კუთხე „პეპის სახლი“;
შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა;
შვედური კაფეები და შემეცნებითი ინსტალაციები;

19:00-19:30

მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტი;

19:30-20:45

ანსამბლ „რილტონს ვანერის“ კონცერტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share