საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რეკორდულად მაღალია – რაოდენობა 15 წელში თითქმის 132%-ით გაიზარდა

აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ორჯერ, თითქმის 132%-ით გაიზარდა.

კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა 647 738 კაცს შეადგენდა, რაც საშუალო წლიური მოსახლეობის 17.4%-ს შეადგენს. 2007 წლის მონაცემებით კი, საარსებო შემწეობას საქართველოში 279 474 კაცი იღებდა, რაც მთელი მოსახლეობის 7.2%-ი იყო.

წლების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა, ასე გამოიყურება:

  • 2007 წელი – 279 474 კაცი;
  • 2008 წელი – 368 431 კაცი;
  • 2009 წელი – 436 309 კაცი;
  • 2010 წელი – 430 603 კაცი;
  • 2011 წელი – 411 091 კაცი;
  • 2012 წელი – 435 961 კაცი;
  • 2013 წელი – 437 238 კაცი;
  • 2014 წელი – 432 487 კაცი;
  • 2015 წელი – 376 776 კაცი;
  • 2016 წელი – 459 619 კაცი;
  • 2017 წელი – 450 423 კაცი;
  • 2018 წელი – 438 543 კაცი;
  • 2019 წელი – 441 448 კაცი;
  • 2020 წელი – 483 702 კაცი;
  • 2021 წელი – 587 524 კაცი;
  • 2022 წელი – 647 738 კაცი.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლიდან სოციალური შემწეობის დანიშვნის წესი რამდენჯერმე შეიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share