ადგილობრივი ოპოზიცია, ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაში და ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს.
მთავარ ოპოზიციურ ძალაში აცხადებენ, ავთანდილ თალაკვაძე, წინასაარჩევნოდ ხალხს დაპირდა, რომ განაახლებდა მუნიციპალური ტრანსპორტის პარკს და შეღავათიან ფასებში სოფლებში ავტობუსებს დანიშნავდა.
თუმცა, “ნაცვლად სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების შეძენისა, ოზურგეთის მერმა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომანქანები, შეიძინა და ის თავის თანამშრომლებს დაურიგა პირადი კომფორტისათვის” -აცხადებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”
ამის შესახებ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის საკრებულოში, დავით მჟავანაძემ გააკეთა და მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობის ამსახველი სურათებიც წარმოადგინა.
მჟავანაძის განცხადებას “ქართული ოცნების” წარმომადგენლების გაღიზიანება მოყვა და საკითხის განხილვამ ურთიერთდაპირისპირებაში გადაინაცვლა.