“კითხვას ვსვამ: რუსეთი უძლებს თუ ნებდება?” – როგორ ეხმაურება თინა კანდელაკი კრემლის დაბომბვას?

“ოთხშა­ბათს ღა­მით, კი­ე­ვის რე­ჟიმ­მა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კრემ­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე იე­რი­ში სცა­და“, – ნათ­ქვა­მია კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, რო­გორც კრემ­ლი გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, ის თავ­დას­ხმას “და­გეგ­მილ ტე­რო­რის­ტულ ქმე­დე­ბად” მი­იჩ­ნევს.

მომ­ხდარს უკვე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტე­ბი, მათ შო­რის გახ­ლავთ თინა კან­დე­ლა­კი, რო­მე­ლიც ტე­ლეგ­რა­მის არხზე წერს:

“სი­ტყვა “მოთ­მი­ნე­ბასს” მრა­ვა­ლი სი­ნო­ნი­მი აქვს. მა­გა­ლი­თად, “გაძ­ლე­ბა”, ან “დათ­მო­ბა”. მაგ­რამ არის კი­დევ ერთი სი­ნო­ნი­მი – “და­ნე­ბე­ბა”. კი­თხვას ვსვამ: რუ­სე­თი უძ­ლებს თუ ნებ­დე­ბა? და თუ ჩვენ ვნებ­დე­ბით ბო­რო­ტე­ბას, მა­შინ რა­ტომ?”.

შე­გახ­სე­ნებთ, კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია, რომ პუ­ტი­ნი აღ­ნიშ­ნულ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ის მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად, ნოვო ოგა­რი­ო­ვოს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. გარ­და ამი­სა, მე­დია იუ­წყე­ბა, რომ რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­მა არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლა.

ამის გარ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლია, მცი­რე კვამ­ლი კრემ­ლის თავ­ზე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share