წულუკიანის უწყება 26 მაისის კონცერტის მომზადებას ბაკურ ბაკურაძის კომპანიას უკვეთს – საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი ღონისძიებებისთვის 891 191 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
სამინისტრო (გამარტივებული შესყიდვით) სამ მომსახურებას ყიდულობს:
“ქ. თბილისში, გალაკონცერტის უზრუნველყოფისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები;
ქ. თბილისის კონცერტის სატელევიზიო ეთერით უზრუნველყოფისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები;
ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე სპორტული სივრცის მოსაწყობად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები”.
ოფიციალური დოკუმენტებით, სამინისტრო შპს არტ ლაბორატორიას 499 456 ლარს უხდის, რომლის დირექტორიც ბაკურ ბაკურაძეა.
წყარო – ტვ პირველი