ნაგავსაყრელი ინდონეზიაში და ნისლში ჩაძირული ხიდი – დღის ფოტოები მსოფლიოდან

წარმოგიდგენთ მსოფლიოს მასშტაბით 5 მაისს გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.

ხალხი გასაყიდად ნივთებს ეძებს Alue Liem-ის ნაგავსაყრელზე.
ლოკსემავი, ინდონეზია 📸 Azwar Iipank

ინგლისური ჩაის და ტკბილეულის მაღაზიის მფლობელი შერონ ტომფსონი, ხელით ასწორებს ფანჯარაზე გაკრულ პლაკატს, მეფე ჩარლზ III-ს კორონაციამდე.
სმიტფილდი, აშშ 📸 David Goldman

პროტესტის მონაწილეები მარშით მიემართებიან, რომ ნიუ იორკის პოლიციის განყოფილებას პასუხი მოსთხოვონ ბრუკლინში ჯორდან ნილის მკვლელობის საქმეზე.
ნიუ იორკი, აშშ 📸 Alex Kent

Lucha libre-ს მებრძოლები კალიფორნიაში, Mayan Theater-ში პერფორმანსით გამოდიან Lucha VaVOOM’s Cinco de Mayan-ის შოუზე.
ლოს ანჯელესი, აშშ 📸 Caroline Brehman

ფრანგი „სპაიდერმენი“ ალენ რობერტი ადის შენობაზე, რომ ცნობიერება აამაღლოს გვალვისა და კლიმატის ცვლილების შესახებ.
ბარსელონა, ესპანეთი 📸 Albert Gea

ბოლივუდის მსახიობი და ცხოველთა უფლებების აქტივისტი დია მირზა რეალისტური ანიმატრონიკი სპილოს ფონზე სკოლის მოსწავლეებს ესაუბრება კამპანიის „ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობა“.
მუმბაი, ინდოეთი 📸 Indranil Mukherjee

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ყატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანინს ხვდება დაუნინგ სტრიტის #10-ში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერის რეზიდენციის კართან.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Tayfun Salcı

მდედრი შაშვი კუნელის ხის ტოტზე.
პუერტოლანო, ესპანეთი 📸 Beldad

მხატვარი ბრიჯიტ რაილი რომში ბრიტანული სკოლის ფოიეში, ახალი ნახატის წარდგენას ესწრება (რაილს 2016 წლიდან Bridget Riley-ს სტიპენდია აქვს დაწესებული, რაც ახალგაზრდა ხელოვანებს საშუალებას აძლევს, 6 თვე გაატარონ ამ სკოლაში).
რომი, იტალია 📸 Antonio Masiello

ლეიბორისტული პარტიის ლიდერ სერ კირ სტარმერს მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ხელში უჭირავს 5 თვის ბავშვი.
ჩატემი, გაერთიანებული სამეფო 📸 Chris J Ratcliffe

ტაძარში მყოფი ბუდისტი მონაწილეობას იღებს რელიგიურ ცერემონიაში Vesak-ის სავსემთვარეობის დღეს.
კოლომბო, შრი-ლანკა 📸 Chamila Karunarathne

ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ედ დეივი ბერკშირში ვიზიტის დროს, სადაც კონსერვატორებმა დაკარგეს უმრავლესობა ვინდსორისა და მეიდენჰედის საბჭოს ადგილობრივ არჩევნებზე.
ვინდსორი, დიდი ბრიტანეთი 📸 Andrew Matthews

ფესტივალის მონაწილეები ესწრებიან ნიუ ორლეანის ჯაზის და მემკვიდრეობის ფესტივალს Fair Grounds Race Course-ზე.
ნიუ ორლეანი, აშშ 📸 Amy Harris

სამხედრო მედიკოსებმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ ბახმუტთან ახლოს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს.
ბახმუტი, უკრაინა 📸 Dimitar Dilkoff

სასამართლო პოლიცია ბელგრადის სამხრეთით (50 კმ-ში) ავტომობილს იკვლევს, რასაც წინ უძღოდა სროლა, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.
დუბონა, სერბეთი 📸 Armin Durgut

ნისლში გახვეული თანამეგობრობის გამზირის ხიდი.
კანბერა, ავსტრალია 📸 Xinhua

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share