“ხელისუფლება ჩვეულ სტილში პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის”-ვარშალომიძე

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე  „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს: “ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში შესვლით არა მხოლოდ ჩვენი პარტიის,ბლოკის ან ოპოზიციის, არამედ ყველა იმ ამომრჩევლის ნებას დაუპირისპირდა, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების მიმართ მხარდამჭერთა ნეგატიური დამოკიდებულება ლოგიკურია! ირაკლი ფანგანის მიერ გამოხატული პროტესტის ფორმა შესაძლებელია მიუღებელი იყოს, თუმცა ამას წინ ზემოაღნიშნული ასპექტი უძღვოდა. ბათუმში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მსურს გითხრათ, რომ საკითხს აქვს, როგორც მორალური, ასევე სამართლებრივ-პოლიტიკური მხარე!

მიუხედავად პროტესტის გამოხატვის ფორმის არაერთგვაროვანი შეფასებისა, ხელისუფლებამ ირაკლი ფანგანს სისხლის სამართლებრივი დევნა დაუწყო და დააკავა! ეს ყოველივე ზღვარს სცილდება, რადგან მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა მხარდამჭერის მოქმედებაში ვერ იკითხება სისხლის სამართლის დანაშაული! ხელისუფლება ჩვეულ სტილში, პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, იყენებს რა თავის მიერ დამკვიდრებულ შერჩევით სამართალს!“, – წერს ვარშალომიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share