პრემიერის გამოსვლა ემსახურებოდა იმ ღირებულებების დაცვას, რაზეც ჩვენი ერი იდგა – წულუკიანი

რაც შეეხება პრემიერმინისტრის ვიზიტს უნგრეთში, სანამ პრემიერმინისტრი მოცემულ კონფერენციაზე სიტყვით გამობრძანდებოდა და ამ ვიზიტით ჩავიდოდა უნგრეთში, მოხდა ისე, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე მეც გახლდით ჩემს კოლეგასთან სტუმრად უნგრეთში და მე ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე ის, თუ როგორ ცდილობს უნგრეთი, როგორც სახელმწიფო რომ ის ტრადიციული ღირებულებები, რამაც თავის დროზე დააფუძნა ევროპა, ევროკავშირი, იქნეს დაცული, სწორედ ამ კონფერენციასაც ეს გასდევდა ლაიტმოტივად, ჩვენ ეს ყველამ დავინახეთ.

პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც რეალურად, ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იდგა. ეს არის პატრიოტიზმი, რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და მოიყვანა ჩვენი ერი და სამშობლო, მართლმადიდებლურ რწმენას ვგულისხმობ. ეს არის შემწყნარებლობა, პრემიერმა ისაუბრა ასევე, იმ კონფესიებზე და მულტიეთნიკურ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოს დაცვაში, როგორც ვიყავით ყოველთვის ერთიანები. ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ოჯახი ყოველთვის იყო ის, რაც ქართველ ადამიანს საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლაში აძლიერებდა და ეს ღირებულებები ყველაფერი თავმოყრილი იმისთვის, რომ ჩვენ ამ გლობალიზაციის მრავალი გამოწვევით სავსე ეპოქაში გადავრჩეთ, როგორც ერი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა. როგორ უნდა გადავრჩეთ – უნდა გადავრჩეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენს იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომელთა სადარაჯოზე მუდამ ვიდექით ჩვენ, ჩვენი წინაპრები და ვისურვებდით, რომ ჩვენი მომავალი თაობებიც კიდევ უფრო აქტიურად ამ ღირებულებების საფუძველზე აღიზარდონ. […]

ალბათ ეს გამოსვლა კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება გასაანალიზებელი და ყველანაირი ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშეც, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს პატარა სახელმწიფო, რომ ეს პატარა სახელმწიფო მიუხედავად მისი სიდიდისა, არის დიდი ისტორიის, ტრადიციებისა და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა და ყველა უნდა გავერთიანდეთ იმაში, რომ უზრუნველვყოთ ამ ქვეყანაში ერთმანეთის უფლებების დაცვა, ჩვენი რწმენის დაცვა, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ისე რომ არავის უფლება დაირღვეს და როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ ტოლერანტები, ასე მოვუფრთხილდეთ თითოეულის მოსაზრებას, უფლებებს და პოზიციებს და გავძლიერდეთ კიდევ მეტად იმისთვის, რომ ამ გამოწვევებიდან, თუკი ზოგიერთი სახელმწიფო სამწუხაროდ შეიძლება მომავალში გამოვიდეს დასუსტებული, ჩვენ ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ არ დავსუსტდეთ. – ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი

4 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, “ოჯახის სიწმინდეზე” და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share