„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „რუსული ოცნება” და ბიძნა ივანიშვილი ხალხს ძარცვავს.
მისი თქმით, აუცილებელია ტარიფების გადახედვა დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად.
“საქართველო, წელიწადში დაახლოებით 70-80 მილიონამდე დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს …. როდესაც 3.25 იყო დოლარის კურსი, 260 მილიონი ლარით ყიდულობდნენ ამ 80 მილიონ დოლარს და ახლა 80 მილიონი დოლარის საყიდლად – 199 მილიონი ლარია საკმარისი … ამ კურსის ცვლილებით, საშუალოდ 50-60 მილიონი ლარი დარჩებათ, მოიგებენ, მოიპარავენ… ზედმეტობით ამ სხვაობას გაზრდილი ტარიფით გვახდევინებენ. „რუსული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ყველაფრიდან იპარავს და ძარცვავს ქართველ ხალხს. გადაიხედოს ტარიფები დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად!”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.