ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ენმ ხელმძღვანელის არჩევნები არ ჩატარდება

გურიის სამთავე მუნიციპალიტეტში მთავარი ოპოზიციური პარტია ადგილობრივ ხელმძღვანელების არჩევნებს არ ჩაატარებს და გადაწყვეტილებას, თუ ვინ გახდება ამ რაიონებში ენმ – ის ხელმძღვანელი რაიონული ყრილობები მიიღებენ.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს.

მათი წარმომადგენლის განცხადებით, ამის მიზეზი ამ მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ერთი კანდიდატურის დარეგისტრირება გახდა, რის შემდეგაც ამის უფლებამოსილება ყრილობებს გადაეცა.

ლანჩხუთში მხოლოდ კახა ასკურავას კანდიდატურა დარეგისტრირდა, ჩოხატაურში დიმა კორიფაძის, ხოლო ოზურგეთში რეგისტრაცია მხოლოდ დავით მჟავანაძემ გაიარა.

როგორც “ენმ” – იდან გაგვიმარტეს, რაიონული ყრილობები მიმდინარე თვის მეორე ნახევარში ჩატარდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share