ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ფორმა შინაარსსაც განსაზღვრავს: არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არც რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ერთი განცხადებაც კი არ უდევს ამ დღის მნიშვნელობაზე. საერთოდ ამ დღეს მოსამართლეები არც ჩანდნენ. ჩანდა მთვრალი მურუსიძე და კიდევ რამდენიმე მისნაირი მთვრალი კაცი, რომელმაც ზომაზე მეტი ალკოჰოლი მიიღო და ხმის იოგების დაძაბვაში ცდილობდა ალკოჰოლის დისბალანსთან გამკლავებას.
დღეს კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, მოსამართლის საპასუხისმგებლო პოზიციაზე აქცენტების ნაცვლად, ჩვენ ვნახეთ სამსახურებრივი მანქანებით გორში რესტორანში წასული კასტა, რომელიც არათუ ნდობას და ავტორიტეტს იმსახურებს, არამედ ზიზღნარევ სიბრალულს აღძრავს.
დღეს მართლა ასეთია ქართული სასამართლოს სახე – სმა-ჭამაზე და პირად კომფორტზე ორიენტირებული, ყოველგვარ სოციალურ და ინსტიტუციურ კონტექსტს მოწყვეტილი.
P.S. იმედია, სისტემაში ბევრნი არიან ისეთი მოსამართლეები, ვისაც არ მოსწონს ამ ფორმით სასამართლო ინსტიტუციის რეპრეზენტაცია. ოღონდ ამ ხალხის მხრიდან მხოლოდ სტრატეგიული დუმილი, ან ამერიკაში დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის გაბედვა საკმარისი აღარაა. ბევრად მკაფიო და ხმამაღალი პოზიციებია საჭირო ამ მოსამართლეებისგან და “მდუმარე” შუაშისტებისგან.