“ოცნება” “საქართველოს დასასრული” უნდა გერქვათ! დანარჩენი პარტიების უმრავლესობაც უმაქნისი და გაყიდული პოლიტიკოსები ხართ!”

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა­სა და ავი­ა­რე­ი­სე­ბის აღ­დგე­ნის თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მუ­სი­კო­სი ხე­ლი­სიფ­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს აკ­რი­ტი­კებს.

“ამ “პა­ტივ­ცე­მულ­მა” მთავ­რო­ბამ უკვე ყვე­ლა სა­მარ­ცხვი­ნო ლი­მიტს გა­და­ა­ჭარ­ბა! რუ­სეთ­თან ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა?! მარ­თლა?! რო­დე­საც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ შე­წყვი­ტა მათ­თან ფრე­ნე­ბი?!

სა­უ­ბა­რია იმა­ზე რომ ყვე­ლა ევ­რო­პუ­ლი სა­ჰა­ე­რო კომ­პა­ნია გავა სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რი­დან! სად ვიფ­რენთ იცით მარ­ტო? მინ­სკი, მოს­კო­ვი, სან­ტკ პე­ტერ­ბურ­გი, ირ­კუც­კი და ა.შ.

Welcome to USSR Georgia

სა­ქარ­თვე­ლოს “ოც­ნე­ბა” თქვენ “სა­ქარ­თვე­ლოს და­სას­რუ­ლი” უნდა გერ­ქვათ!

და­ნარ­ჩე­ნი პარ­ტი­ე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ჩემი აზ­რით უმაქ­ნი­სი და გა­ყი­დუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხართ!

ფაქ­ტი ერ­თია: ქვე­ყა­ნა და ერი თქვენ არ გა­ღელ­ვებთ! რა გა­ღელ­ვებთ დიდი ხა­ნია გა­ვი­გეთ უკვე! უნდა ვიბ­რძო­ლოთ?! არ უნდა დავ­ნებ­დეთ?! რა თქმა უნდა!

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დას­რუ­ლე­ბუ­ლია ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი! გული მაქ გა­ხეთ­ქვა­ზე! მე­რამ­დე­ნე მთავ­რო­ბა გა­მო­ვიც­ვა­ლეთ რამ­დე­ნი დრო გა­ვი­და და 3-მი­ლი­ო­ნი­ან ერს ვერ მი­ხე­დეს და და­ა­ყე­ნეს ფეხ­ზე”, – წერს ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share