ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი – ამბობს “ლეიბორისტული პარტიის” გენერალური მდივანი გიორგი გუგავა “მთავარ აქცენტებში” საუბრისას. ნიკა გვარამიას გადაცემის მთავარი თემა ოპოზიციის გეგმები და პოსტსაახალწლო პერიოდი იყო.
ქვეყანა ოლიგარქს ხელიდან უნდა გამოვგლიჯოთ და ამ ბრძოლაში უკან დახევა არ უნდა იყოს და არ უნდა ეთამაშო იმ თამაშის წესებით რასაც ოლიგარქი გთავაზობს და ეს უნდა გააცნობიეროს არა მარტო ოპოზიციამ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა. თუ ქვეშევრდომები ვართ, მაშინ ქვეშევრდომები ვიქნებით და ბატონი რასაც იტყვის ისე იქნება, თუ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ, უნდა დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია, სადაც ქვეყანას სჭირდება, უნდა გამოვიდეთ და გავყაროთ კეტებით ესენი”. -ამბობს გიორგი გუგავა.