რა გზას აირჩევს თურქეთი? – ისტორიული არჩევნები დასრულებულია და უკვე ცნობილია, რომ კანდიდატებს წინ მეორე ტური ელით. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის 20 წლიან მმართველობას ბზარი გაუჩნდა. თურქეთის მოქმედმა ლიდერმა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქი წააგო. ასეთი არჩევნები თურქეთში არ ახსოვთ. ამომრჩევლების თითქმის 100 პროცენტიანი აქტივობა და დიდი რიგები საარჩევნო უბნებთან. 64 მილიონმა თურქმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და საბოლოოდ ერდოღანმა ხმების 49 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა ოპოზიციიდან კი მხოლოდ 5 პროცენტით ნაკლები. დიდი ბრძოლის ფინალი, რომელმაც თურქეთის მომავალი უნდა განსაზღვროს 28 მაისს შედგება.