“ამ ადამიანმა ბიუროზე დააფიქსირა სურვილი, გახდეს ქართული ოცნების ხელით პარლამენტის ვიცე-სპიკერი” – “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ლევან ბეჟაშვილისა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ზარქუას ფოტოს აქვეყნებს.
ნიკა მელიას შეფასებით, “ირაკლი ზარქუა არ ჩანს წინააღმდეგი, ასე გამოიყურება კოლაბორაცია დღეს!”
ირაკლი ზარქუა არ ჩანს წინააღმდეგი, ასე გამოიყურება კოლაბორაცია დღეს!
როდესაც იბრძვი ავტორიტარული, ღიად რუსული რეჟიმის წინააღდმეგ, მას შემდეგ რაც ხელისუფლება დაუფარავად მიაქანებს ქვეყანას გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური ჩიხისკენ;გყავს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც სრული შემადგებლობით იღებს რუსულ კანონს, როდესაც ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები და ქვეყნის ღირსებისა და ევროპული კურსის შენარჩუნება ქართველის ხალხის პრინციპულობაზე, სიმყარეზე, ღირსებაზე და ისტორიული არჩევანის პატივიცემაზე გადის, ქართული ოცნების დეპუტატი, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი კი არა, ქვეყნის მომავლის მტერია.
მტერი, რომელთან გამარჯვებაც მხოლოდ მორალური უპირატესობით და ღირსებითა და პრინციპულობით შეიძლება.
ნაციონალურ მოძრაობაში არ არის შიდა დაპირისპირება, ეს არის ზუსტად ისეთივე ღირებულებითი და პრინციპული შეუთავსებლობა, როგორიც გვაქვს ყველა კოლაბორაციონისტთან!