საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ახლა ნიკა გვარამიას შეწყალებაა.
“პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გადადოს გვერდით… მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ნიკა გვარამიას შეწყალებაა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტისგან მთელი საზოგადოება ახლა სწორედ მთავარი არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლებას ელის.
ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილისგან “დავინახოთ, რომ ის არამარტო საუბრობს, არამედ დგამს ნაბიჯებს, რაც მას შეუძლია, რომ ერთით ნაკლები ტვირთი ჰქონდეს ქვეყანას”.
ლომჯარია აცხადებს, რომ ევროპა საქართველოს “ვერ განგვიხილავს, თუ ჩათვლის, რომ პოლიტიკური მოტივაციით სხედან ადამიანები ციხეში”.