ოზურგეთის თვითმმართველობის “გარდაცვალებიდან” 6 წელი შესრულდება
(მეორე ნაწილი)
2017 წლის მაისში, ოზურგეთში მოქმედ საკრებულოებს – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (თავმჯდომარე გელა კობალავა დაკავებული იყო და თავმჯდომარის მოვალეობას ნინო გოგუაძე ასრულებდა-ხოლო ქალაქის მერი ბეგი სიორიძე იყო)) და ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოს (თავმჯდომარე დავით დარჩია ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე) – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიუვიდათ წერილები, რომ ემსჯელათ და დაესაბუთებინათ მუნიციპალიტეტების გაერთიანების აუცილებლობა.
‘ქართული ოცნების” უმრავლესობებმა ორთავე საკრებულოებში ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება თანხმობაზე ორთავე მუნიციპალიტეტის ბაზაზე ერთი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ.
არადა “ქართული ოცნების” მთავარი დაპირება დეცენტრალიზაცია იყო.
“ოცნების” დეპუტატებმა კი “თვითკასტრაცია” მაშინ მოახდინეს, როცა ხალხი მათგან კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯების ჰადადგმას ელოდა დეცენტრალიზაციისაკენ.
მაგალითისათვის საუბარი იყო ოზურგეთის რაიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 მუნიციპალიტეტის- მერიის, ნატანების, შომოქმედის, ნასაკირალის, ბახვის და ლიხაურის ცამოყალიბებაზე.
გთავაზობთ 6 წლის წინ, ქალქ ოზურგეთის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს – ოფიციალური ჩანაწერებიდან.
ვინ მოკლა თვითმმართველობა და ვინ იბრძოდა მის გადასარჩენად.
ახლა გთავაზობთ მოვლენებს რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში ოზურგეთის თემთა გაერთიანების საკრებულოში განვითარდა.