გასაბჭოების დასაწყისი – ივანიშვილის ხელით ახდენილი რუსული ოცნება – თათია ნიკოლაშვილი

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ტათია ნიკოლაშვილი სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ქორწილისთვის ჩამოსვლას ეხმაურება და წერს:

”ივანიშვილის ხელით ახდენილი რუსული ოცნება..კშმარულ სიზმარშიც რომ ვერ წარმოვიდგენდით ცოტა ხნის წინ- გასაბჭოების დასაწყისი..

სამშობლოს, თავისუფლებას, ოკუპანტთან ბრძოლას რომ თავი შესწირეს, იმ გმირი ბიჭების ოჯახების მაინც როგორ არ გრცხვენიათ?” – წერს ნიკოლაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდის. მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი თბილისში იმყოფება და როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მან თბილისში პარტნიორთან ხელი უკვე მოაწერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share