აკა სინჯიკაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო ქველმოქმედ ახლგაზრდად იცნობს, ამჯერად გურიის მაღალმთიან სოფლებს ეწვია. 50-მდე ოჯახი მოინახულა, მათ დასახმარებლად კიდევ ერთი კამპანია დაიწყო. ახლგაზრდა კაცი თავის შთაბეჭდილებებს, გურულ ბავშვებზე და მათ ყოფაზე, სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
“ჩვენ გურიის მთებში დავდივართ. მიუვალ სოფლებში, სადაც ძალიან რთული საარსებო პირობებია მოსავალი ბევრი არაფერი მოდის. მაცხოვრებლების ძირითადი ნაწილის შემოსავალი აქამდე თურქეთში მუშად მუშაობა იყო და ახლა ამის შესაძლებლობაც აღარ აქვთ
ყოველ ზამთარს სოფელში ხშირად მგლებიც შემოდიან და ისედაც შიმშილის ზღვარზე მყოფებს, ეზოში უჭამენ პირუტყვს. დიდთოვლობისას ზოგ სოფელში მიღწევა, თითქმის შეუძლებელია.
არადა ამ სოფლებში ბავშვები იზრდებიან. ბრილიანტივით ბავშვები, რომლებიც ქვეყნის მომავალი არიან და რომლებსაც ზოგჯერ ერთი ლუკმა საჭმელი არ აქვთ სახლში აქ ცხოვრობენ საწოლს და ეტლს მიჯაჭვული ადამიანები, რომლებსაც მუშაობა კი არა, სახლიდან გამოსვლაც არ შეუძლიათ ორ დღეში, ასეთი დაახლოებით 50 ოჯახი ვნახეთ უკვე, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ საკვები პროდუქტები, რომ თოვლის დადნობამდე უბრალოდ საკვები ჰქონდეთ.
ვეცდებით თქვენთან ერთად დავეხმაროთ მთაში მცხოვრებ ბავშვებს, მოხუცებს და ავადმყოფებს ზამთრის გადატანაში
ვიწყებთ ფქვილის დარიგებით და რამდენიც გვექნება, იმდენს მივუტანთ ყველას, რომ პური მაინც ჰქონდეთ
პირველი ჩარიცხვიდან ვიწყებთ ფქვილის ყიდვას და მთაში ატანას
მოგვეხმარეთ ვისაც როგორ შეგიძლიათ რა გაგვივრცელეთ ეს ამბავი, რომ რაც შეიძლება ბევრს შეხვდეს თქვენი გზავნილი ამ დიდ საქმესაც ერთად ვიზამთ ყველა
აბა ჩვენ ვიცით
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili”- წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში,
ნინე ულუმბელაშვილი