19-20 მაისს, ფინეთში, ქალაქ ლაუკაში,IFA-ს ეგიდით მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში 17-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.
საქართველო ევროპაზე 13 სპორტსმენით წარსდგა.
შედეგები ასეთია: 10 ოქროს, 6 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მარჯვენა და მარცხენა მკლავში.
საქართველოს სახელით ევროპაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის აღზრდილმა, ლუკა მგელაძემ 86 კგ. იასპარეზა.
ლუკა მგელაძემ მარცხენა მკლავში ვიცე – ჩემპიონობა და ვერცხლი მოიპოვა, ხოლო მარჯვენაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მწვრთნელი : გიორგი რუსიეშვილი