რუსის ხსენება ჩემთვის გიორგის წამებასთან ასოცირდება – გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

”ძალიან მძიმეა ჩემთვის თითოეული რუსის შემოსვლა. რუსეთი ჩემთვის მტერია და ეს ასე იქნება ყოველთვის. ყოველთვის რუსის ხსენება ჩემთვის ასოცირდება გიორგის წამებასთან და ყოველთვის მახსენდება ის დღე, როდესაც გიორგი აწამეს და წამებით მოკლეს.

აგრესია მაქვს ყოველთვის რუსების მიმართ და არ მინდა, რომ აქ ამდენი იყვნენ. არ მქონდა ასეთი ძალიან დიდი აგრესია, უბრალოდ შემდეგ, როდესაც უკრაინასთან დაიწყეს ომი და ვნახე ის საშინელი კადრები, როგორ ექცეოდნენ პატარა ბავშვებს და ქალებს, ამის მერე უფრო მეტად გამიჩნდა აგრესია, მანამდე ასე ძალიან არ მქონდა, იმიტომ, რომ გიორგის კადრები მე დღემდე არ მაქვს ნანახი და ასე ვერ აღვიქვამდი, მაგრამ როცა ვნახე ის კადრები, რაც უკრაინაში გააკეთეს, ამის მერე დიდი აგრესია გამიჩნდა.” –

თქვა ფორმულას გადაცემა ღამის კომენტარში რუსების მიერ წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share