ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის საკრებულოს ორი მოწვევის – 2010-14 და 2014-18 დეპუტატს, ლელა ნაცვალაძეს, საქართველოს მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ.

მათი უმრავლესობის მტკიცებით, ნაცვალაძემ, მის მეუღლე ავთანდილ ქავზინაძესთან ერთად შექმნა თაღლითური ჯგუფი, რომლებმაც ყალბი ექაუნთებით, ყალბი ფეისბუკ გვერდებით, შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა მიგრანტები და ლტოლვილები, და ამ უკანასკნელთა კუვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითური გზით მიითვისეს.

ბოლო ათი დღის განმავლობაში, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის და საქართველოს კიდევ მრავალი ქალაქის პოლიციასა და პროკურატურას, ამ საკითხზე უამრავმა ადამიანმა მიმართა.

ხალხი სამართალდამცავი ორგანოებისაგან შველას ითხოვს.

“გურიის მოამბე” დაუკავშირდა დაზარალებულებსა და თავად ლელა ნაცვალაძეს, რომელსაც დაზარალებულები ყალბი ავიაბილეთების მიყიდვასა და ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების დაპირებებით უამრავი თანხის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებენ.

ქალბატონმა ლელამ, დღეისათვის ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. გვითხრა, რომ რამდენიმე დღეში ბრიფინგს ჩაატარებს და იქ იტყვის სიმართლეს:

“ორ დღეში ჩავატარებ ბრიფინგს, იქ მექნება ყველა დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტების წარდგენის ფონზე ვისაუბრებ ამ საკითხზე” – გვითხრა ნაცვალაძემ.

“სრული განუკითხაობა ოზურგეთში არ ვაპირებ გაჩუმებას რადგან ვარ დაზარალებული ქალბატონი ლელა ნაცვალაძისგან რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალა აუცილებლად უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი უნდა მოახდინოს რეაგირება #ოზურგეთისპოლიციამ დავწერ მოკლედ და კონკრეტულად ეს ქალბატონი ვითომ ყიდიდა თვითმფრინავის ბილეთებს და უამრავი ადამიანი გადააგდო და კიდევ აქეთ იმუქრება მე არ შემიჭამია არავის თანხებიო ვითხოვ კომპანიის სახელს და ბილეთი ნამდვილად რომააქ ნაყიდი და რატომღაც არ მიგზავნის ვის მოვთხოვო პასუხი? ლელა ნაცვალაძის მეუღლის ანგარიშზე არიცხინებდა თანხებს იმდენი ყავს დაზარალებული სადაა სამართალი სადაა დამიდასტურეთ პოსტი რათა ყველამ ნახოს” წერს ერთ ერთ ფეისბუკ გვერდზე მადო კუპრაშვილი. “მირეკავს ხალხო და აქეთ მემუქრება დაზარალებული ვარ ოქტომბრის მერე მატყუებს და კიდევ ჩემგან ელის მშვიდ საუბარს ვიცი რომ კითხულობ ლელა ნაცვალაძე ამ პოსტს შენ გამწარდი ისე როგორც ეს ხალხია გამწარებული შენ ხმა არ გაქ ამოსაღები” ამატებს იქვე.

“ეგ ყველას ასე ემუქრება.სავსე მაქვს მაგისი მუქარებით ვოცაფი.ეს თაღლითი.მარტო ბილეთებით მოვაჭრე არ გეგონოთ, ლტოლვილად ჩაბარებულ ხალხსაც ატყუებს,საბუთებს მოგიწესრიგებთო გარდა მაგისა,იგონებს ათასგვარ ტყუილებს,ვითომ ავად არის და ემიგრანტებს თანხებს არიცხინებს.ამას ჰაერზე კი არ ვამბობ,ფაქტები მაქვს ყველანაირი დამადასტურებელი. შენი და ყველა იმ ადამიანის ცოდვით,ვინც მოატყუა,ეს მაინც არ გაიხარებს მაგას ვანახებ როგორ უნდა ხალხის გამწარება” ამბობს ფეისბუკ მომხმარებელი მარიამ არჩვაძე.

“უსინდისო ნამუსგარეცხილი ყველაფრის მკადრებელი ქალი ფუუ მინდა ჩალპეს ციხეში ამდენი ადამიანის გამწარებისთვის რაც მაგან დაგვმართა ადამინის გარდა ყველაფერია !!!კაზინოში რიცხა ჩვენი ფულები” – ნინი ზაქარაშვილი.

“ნამდვილად არ მქონია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა 2022 წლის სექტემბრამდე როგორიც ლელა ნაცვალაძეა. დამტოვა მისი ტყუილების დ გაქნილი აფერისტული ქმედებების გამო, არა მარტო გაოცებული არამედ ჯიბეცარიელიც.

აგვისტოს შვებულება საკუთარ სახლში გავატარე, ოზურგეთის რაიონში( ემიგრაციაში ვარ იტალიაში) და სექტემბრის თვისთვის გასაფრენად ავია ბილეთი შევიძინე ლელა ნაცვალაძესთან და არა მარტო მე,(ჩემთან ერთად ორი იყო) მაგრამ შემდეგ მოხდა ჯოჯოხეთი რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, უნდა გავმგზავრებულიყავი28 სექტემბერს და ფული ჩაგვარიცხვინა მისი მეუღლის, მასზე უარესად გაქნილის ანგარიშზე.
მთელი 10 დღის განმავლობაში არ მაღირსა ბილეთი და ტყუილებით გაიყვანა დღეები დ ბოლო დღეს მითხრა წადი თბილისში და გზაში დაგაწევო, თბილისში ჩასულს,აეროპორტში მისულს ჩამომიგდო ბილეთი რომელიც იყო ყალბი და გაოცებით ხომ გავაოცეთ აეროპორტის ყველაზე დაბალი თანამდებობიდან ყველა ზემდგომის ჩათვლით, დავაკავშირეთ ოპერატორი და იქაც ტყუილი უთხრა ყველას და იხტიბარგაუტეხავად ცრუობდა,რომ ბილეთი იყო ნამდვილი. მაგრამ გადაამოწმა აეროპორტმა და ბილეთი იყო ნამდვილად ყალბი და ფოტოშოპი.
დავბრუნდი რა ოზურგეთში და მივედი სახლში ლელასთან, ისევ ტყუილები, ჩემი ნერვების და თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე. არაფრით არ დააბრუნა არც თანხა და დამპირდა დამიბრუნებდა, ესეც ტყუილი და მისი მეუღლეც გადამალა( ვითომ ფულის საშოვარად იყო წასული).
დღემდე არ მიბრუნებს თანხას და მე ნასესხები ფულით დავბრუნდი იტალიაში.
სქემა აქვს ასეთი: ფულს გარიცხვინებთ მეუღლის ანგარიშზე და მერე თვითონ იწყებს თამაშს, აფერისტულ-არტისტული სქემით, გაყავს დრო და იძულებული ხარ გაეცალო, იმიტომ რომ შენც გეჩქარება და გიფუჭდება საქმე საზღვრებს გარეთ და ასე გიშორებს თავიდან.
( არ დამიწყოთ აეროპორტში აგეღო და კიდე ათასი რამ, პირველად არ ვფრინავ, მე სხვას ვეხმარები ბილეთების ყიდვაში მაგრამ ასე მოხდა.)
თაღლითია ეს ქალი და უნდა დაისაჯოს შესაბამისად! #შინაგანსაქმეთასამინისტრო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ყველა დამამტკიცებელი დოკუმენტი მაქვს რომ ეს ქალი არის თაღლითი😈
დარეჯან ხომერიკი ეს პიროვნებები არიან მოტყუებული ჩემთან ერთად” – ამ სიტყვების ავტორი იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაია გაჩეჩილაძეა.

ნანა სირაძე: “Სამწუხაროდ ვერაფერს გახდებით, თაღლითობაა წმინდა სახის, ძალიან შევცდი რომ ამ ადამიანზე კარგი ქალია მეთქი ვთქვი და აქედან გამომდინარე ამ ქალბატონმა ხალხი ძალიან დიდ თანხაში გადააგდო, კიდეც უჩივლეს პოლიციაში მაგრამ ამაოდ. Მე კი დავკარგე კარგი ადამიანები მისი თაღლითური სქემის გამო. Არავის სიტყვა არაა სანდო, საქართველოში ზოგადად ყველას ერიდება სიმართლის თქმა, ყველას ერიდება იმის თქმა რომ თაღლითი ადამიანია.

აი ჩემი ჩარიცხული თანხა.მსგავსი აფერისტი ცხოვრებაში არ მინახავს👿
შეიძლება იყოს text გამოსახულება
დარეჯან ხომერიკი: “დავთ აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები თაღლითი ლელა ნაცვალაძე 7თვის უკან იგივე გაგიკეთა და დღემდე ვერამოვიღეთ ის თანხა ზის სახში ონლან და ხალხს ატყავებს ნუთუ სამართალი არაა არუნდა მოეკითხოს ასეთ დანაშაულზე ერთ ჩამოსვლას ჩამოვალ და მოგკითხავ როგორც საჭიროა დრო არმქონდა და ვერ მოგაქციე სათანადო ყურადღება რაკომპანია რის ბილეთი თბილისის აეროპორტს ედავა რომ თქვენ ვერნახულობთ ეტყობაო მე კარგი ბილეთი მივყიდეო სადიყო რამე დასახელოს რაკომპანისათანაა შეკრული და იმას მოვთხოვთ პასუხს მაგრამ რაცარაა რასიტყვის კიდევ რამდენი გყავს გეგმაში გამწარო გონია რომ შეგჩა მაგრამ ვერ მოგართმევთ ეს პოსტი აქამდეც შეიძლებოდა მაგრამ კიდევ გაცალეთ ახლა გადავიხდი მერე გადავიხდის ძახილში დოა აგო პასუხი შენს ქმედებებზე”
“აქეთ მემუქრება, შვილებს მივადგები სახლში, შენს ოჯახში მივალ და დაგიხოცავო” გვეუბნება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი ქალი, რომლის ახლო მეგობარს, მისივე მტკიცებით ნაცვალაძემ და მისმა მეუღლემ 300 აშშ დოლარი გასული წლის ოქტომბერში გამოსტაცა, თითქოსდა ავიაბილეთებს შეუძენდა და დღემდე ატყუებს, რომ ბილეთები არ “ჩეკინდება”.
დაზარალებულები გვიყვებიან რომ ნაცვალაძის ჯგუფს ყალბი ფეისბუკ გვერდები აქვთ შექმნილი თითქოსდა ავიაბილეთების გამყიდველი კომპანიაა და ლტოლვილტა დახმარების ფონდი – რისმეშვეობითაც ყვლეფენ ძირითადად სოციალურად შეჭირვებულ ხალხს.
როგორც ზემოთ გითხარით ჩვენ კომენტარისათვის ლელა ნაცვალაძეს დავუკავშირდით, მან კი გვითხრა, რომ ამ თემაზე ორ დღეში ბრიფინგს გამართავს, დღეს კი საუბარი არ სურს.
“აი შეხედეთ ფეისბუკ გვერდებს და სათაურებს! ღმერთო წერა კითხვაც არ იციან” – აცხადებს მარიამ არჩვაძე.
   

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share