როგორ შეაფასებდით გიორგი გახარიას საქმიანობას? – NDI-ს კვლევა

NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა 46% პრემიერმინიტრ გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 46% – კარგად
  • 32% – საშუალოდ
  • 17% – ცუდად
  • 4% – არ ვიცი
  • 2% – უარი პასუხზე

NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share