“ვინც გადაიღო, ის არის დამნაშავე… ირაკლი თავისი ქვეყნის პატრიოტია” – ასე ეხმაურება “ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი მისი თანაპარტიელის, ირაკლი კობახიძის ფოტოს,სადაც ჩანს, რომ კობახიძემ დამოუკიდებლობის დღე აუზზე აღნიშნა.
“არ არის ირაკლი კობახიძის თანამდებობა კონსტიტუციური. არც აუზი, თუ სპორტდარბაზი არის ის ადგილი, რომელიც შეურაცხმყოფელია ადამიანისთვის იქ ყოფნა. მე მგონია, რომ ვინც გადაიღო, ის არის ცოტა დამნაშავე საზოგადოების წინაშე. რატოა უხერხული?! ადამიანები ვართ, კაცია. ირაკლიც კარგი ადამიანია, თავისი ქვეყნის პატრიოტი” – თქვა ვოლსკიმ.