“ტვ პირველის” ცნობით, დამოუკიდებლობის დღის სამთავრობო ზეიმზე, რესტორან “ანდერვილში” საქართველოს მთავრობამ ნიკოლაი სვიტინსკი, საქართველოში რუსული კლუბის ხელმძღვანელი მიიწვია. სვეტინსკი რუსეთის ხელისუფლების და პუტინის მიმართ სიმპათიებს არასდროს მალავს, ის წვეულებაზე ქეთი დოლიძესთან ერთად მივიდა.
მიწვეულთა შორისაა, თემურ აბასოვი – ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის გინების გამო მარნეულში მცხოვრებს სახე შარდით დააბანინა.
სტუმრებს შორის არ არის საქართველოს პრეზიდენტი.
სამართალდამცველებს რესტორნამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ.