ქეთი ხომერიკი – ოზურგეთის ბაღებში ტოქსიკური სათამაშოების შეტანა უნდა აიკრძალოს
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოზურგეთის სკოლამდელ დაწესებულებებში მივაღწიოთ ბავშვების ტოქსიკური სათამაშოებით მომარაგება”.
ეს განცხადება, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს ბოლო სხდომაზე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ქეთი ხომერიკმა გააკეთა.
თუმცა, თუ რატომ ვერ მოხერხდა დღემდე საბავშვო ბაღებში ტოქსიკური საამაშოების შეტანის აკრძალვა, ამის შესახებ ხომერიკს არ უსაუბრია.
სამაგიეროდ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა ბაღებში ღია კარის დღის შემოღების აუცილებლობაზე, მშობელთა და აღმზრდელთა „ფართომასშტაბიან ურთიერთობაზე“, აღსაზრდელთა „ვიზუალურ პრეზენტაციაზე“ და ასე შემდეგ.“