ქალაქ სამტრედიაში ცხენოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც ტრადიციულად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული საცხენოსნო სექციის ცხენოსანმა თორნიკე თოდრიამ მიიღო.
ოზურგეთელმა ცხენოსანმა 2000 მეტრიან დისტანციაზე მეორე ადგილი , ხოლო 1600 და 1200 მეტრიან დისტანციებზე მესამე ადგილი აიღო და შინ ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღო.