მთელი ოპოზიციური სპექტრი ფადი ასლის განცხადების ამარა დარჩით და ფაქტობრივად ამ საზიზღარი განცხადების მხარდაჭერით გაამხილეთ თქვენი დამოკიდებულება ოკუპაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„რუსეთიდან ჩამოფრენილი რეისების დევნა გინდათ ვინმეს პატრიოტობად შეასაღოთ და აფხაზეთის განზრახ დავიწყებისა და სხვადასხვა უაზრო, უშინაარსო თემებში აფხაზეთის იდეის ჩაკარგვით გინდათ რეალურ მიზანს მიაღწიოთ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.