“საინტერესოა, რა ეტაპზე ჩამოყალიბდა რწმენა, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილზე არ არის დამოკიდებული?!”

“როგორც გვარამიას დაკავება იყო რუსი ოლიგარქის გადაწყვეტილება, ასევე გათავისუფლების საკითხსაც ის წყვეტს.

რა მნიშვნელობა აქვს, ფურცელზე ვის და როდის მოაწერინებს ხელს, თუ საერთოდ ასეთი რამ მოხდა.

სამიზნე თუ არ განისაზღვრა, ყოველთვის იქნება დაბნეულობა.

ერთიც. საინტერესოა, რა ეტაპზე ჩამოყალიბდა რწმენა, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილზე არ არის დამოკიდებული ?!

აი, ეგ ამბავი როდის მოხდა ?

თუ გყავს ბევრი მარიონეტი, შეგიძლია, ერთს ერთი ალაპარაკო, მეორეს – მეორე. როცა დაგჭირდება, ერთ-ერთს მოისვრი და ეგაა.

ამასთან, თუ გჯერა, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ შეიძლება იფიქრო, რომ ის პროდასავლელია.

ვისაც არ სჯერა, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილის ინტერესების გამტარებელია, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.”

წერს ვახო სანაია სოცქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share