ანი კოსტავა ლელა ნაცვალაძეს -ვიცი წაიკითხავ ამ პოსტს და იცოდე ჩემი შვილების მომავალი შენ დაანგრიე!

“ოზურგეთის თაღლითური სქემის” ირგვლივ “გურიის მოამბეს” მიერ დაწყებულ გამოძიებას კიდევ ერთი დაზარალებული გამოეხმაურა-ამჯერად ოზურგეთში,  მცხოვრები, ანი კოსტავა, რომელიც თავის ისტორიას ფეისბუკში ყვება:

“მოგესალმებით! მეც გავხდი ქ-ნი ლელა ნაცვალაძისგან დაზარალებული.

, 3 მცირეწლოვანი შვილით ოჯახი ვტოვებდით ქვეყანას , მილანის მიმართულებით, შემეხმიანა 2022წლის ივნისის თვეში გარანტი თრეველი, წარმომადგენელი ელენე (ლელა ნაცვალაძე) ,შემოვიდა ნდობაში , მეც ოზურგეთიდან ვარ , იცნობდა ჩემს ოჯახის წევრებს, მპირდებოდა რომ მომიგვარებდა ავიაბილეთების საკითხს, სექტემბრის თვეში მისი მეუღლის ავთანდილ ქავზინაძის სახელზე დავრიცხე 500 ლარი ნაწილ ნაწილ და იავნრის თვეში 500 ლარი.

ფრენა 16 თებერვალს დაინიშნა, წინა დღეებში დამირეკა და მითხრა რომ ფრენა გადაიდო თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო და 1 თვიანი პერიოდი აიღო 20 მარტს უნდა გავეშვით, დავტოვეთ სამსახურები მეც და მეუღლემაც, მარტში კი მოიგონა რომ საქართველოს ეკრძალებოდა კონკრეტულ ევროპის ქვეყნებში შესვლა და პეტიცია იქმნებოდა, მოვთხოვე თანხის დაბრუნება.

6-7 თვეზე მეტია ხალხო არ მიძინია, ამდენი ნერვიულობით მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, არ შეიძლება სტრესი, მატყუებს დღემდე , იღებს პერიოდს და თანხას არ აბრუნებს, იგონებს ათას სისულელეს.

მე და ჩემი ოჯახი კი ჩვენი შრომით და ფინანსებით კეთილი მეგობრების დახმარებით ვცდილობ მოვიპოვო სახსრები რათა შევძლოთ წასვლა.

აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, ეს ადამიანი არის ოზურგეთის და სრულიად საქართველოს სირცხვილი! ჩემი შვილები დარდობენ და ნერვიულობენ , უნდათ დროულად შეძლონ წასვლა, ვიცი წაიკითხავ ამ პოსტს და იცოდე ჩემი შვილების მომავალი შენ დაანგრიე!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share