კანონზომიერია პარლამენტის გაკოტრება, უფუნქციობა- ხუხაშვილი NDI-ის კვლევებზე

ქსპერტი გია ხუხაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. მისი თქმით, კვლევის შედეგები კანონზომიერია.

„ოპოზიცია არ წარმოადგენს არანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც დღეს სიკვდილის და შიმშილის შიშით სავსე ადამიანებს აწუხებთ. ის მხოლოდ არც თუ დამაჯერებელი კუნთების თამაშით არის დაკავებული და კიდევ უფრო ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს.

ეს მაშინ, როდესაც მთავრობა რაღაცას მაინც ფაფხურობს ამ პრობლემებთან დაკავშირებით.

კერძოდ გახარია, რომელიც „ჭაობის კაბინეტს“ მთლიანად ქაჩავს. ის ობიექტურად ყველა ოპოზიციურ ლიდერზე ბევრად უფრო ადეკვატურად გამოიყურება. ასევე კანონზომიერია პარლამენტის გაკოტრება, ანუ სრული უფუნქციობა და დელეგიტიმაცია.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share