“ოპოზიცია ცდილობს, სოციალური თუ ნებისმიერი საპროტესტო მუხტით ხელი მოითბოს”

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: ოპოზიცია ცდილობს, სოციალური თუ ნებისმიერი საპროტესტო მუხტით, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს საზოგადოებაში, შექმნას დრამატული სცენარები და ამაზე ხელი მოითბოს, რაც არ გახლავთ ზნეობრივი და ეთიკურად გამართული საქციელი.

„არავის ამ ქვეყანაში არ აქვს უფლება საკუთარი თავის უფრო მაღლა დაყენებისა, ვიდრე კანონია. ეს არაფრითაა დასაშვები, რომ პროტესტმა მიიღოს ისეთი ფორმა, რომელიც სცილდება მართლზომიერების ფარგლებს. ამის მიღმა ნებისმიერი პროტესტი და გამოხატვის ფორმა არის დასაშვები და მისაღები. შესაბამისად, არ მგონია, რომ ყველა ადამიანი, რომელიც პროტესტს აცხადებს, ან გარკვეული ფორმით გამოხატავს აზრს, იყოს ნაწილი ოპოზიციის გეგმებისა. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სურთ, გამოხატონ საკუთარი აზრი. ყველას დაკავშირება ოპოზიცის გეგმებთან, ვფიქრობ, არ იქნება სწორი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share