ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოზურგეთში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო მადლობა გადაუხადა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავანაძე და ოზურეგთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს მოუწოდა, რომ მადლობა ოზურგეთის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს ეკუთვნის და ამის აღნიშვნა სირცხვილი არ არის:
”ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze სირცხვილი არ არის ევროკავშირის ხსენება!!!
სირცხვილი უმადურობაა და ყველა იმ სიკეთის რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ვიღებთ, ”ქართული ოცნებისა” და კრემლის რუპორი ,,ირაყლისათვის” გადაბრალება.” – წერს სოციალურ ქსელში დავით მჟავანაძე.