საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი და ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, სტრასბურგში იმყოფება დელეგაციასთან ერთად, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობს.
„ანგარიშში კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ყველა ის დარღვევა, რაც გამოვლინდა ამ არჩევნებში, უნდა იყოს აუცილებლად გადამოწმებული და სწორედ ამისთვის ვთავაზობთ ჩვენ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნას, და ასევე, არის ძალიან მკაფიო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და მათ უნდა დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს ასეთ მკაფიო განცხადებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.