ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

თბილისის აქციის პარალელურად, ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე – დაიცავი გამოხატვის თავისუფლება, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება ბანერების გამო დაიწყო, რასაც მოგვიანებით მოქალაქეების დაკავება მოჰყვა. როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორის არასრულწლოვანებიც არიან.

აქციის მონაწილეები 2 ივნისს მშვიდობიანი პროტესტის მიმდინარეობისას მოქალაქეებისთვის ბანერების წართმევასა და მათ დაკავებას აპროტესტებდნენ. პროტესტის მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაგმობა იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share