სამი ოქრო და ერთი ვერცხლი ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

2 – 4 ივნისს ქ. თბილისში მძლეოსნობის სასახლემ და ახალი დიღმის სათადარიგო არენამ, მძლეოსნობაში საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ( 2006; 2007, 2008, 2009წწ დაბადებულთა შორის ) უმასპინძლა.
ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული მძლეოსნობის სექციის სპორტსმენები. ოზურგეთელი მძლეოსნები შინ 2 ოქროთ და 1 ვერცხლით დაბრუნდნენ.
🥇 I ადგილი
ქეთევან მამალაძე – ბადროს ტყორცნა ( 1კგ)
მწვრთნელები : დავით მანთიძე, მარინე კოტრიკაძე
ანა მგელაძე – ბირთვის კვრა ( 3კგ)
მწვრთნელი – მარინე კოტრიკაძე
გიორგი პაკელიანი – ბირთვის კვრა ( 5კგ)
მწვრთნელი – მარინე კოტრიკაძე
🥈 II ადგილი
გიორგი პაკელიანი – ბადროს ტყორცნა ( 1, 5კგ)
მწვრთნელი – მარინე კოტრიკაძე
ჩემპიონატზე ასევე კარგად იასპარეზეს და შედეგი გააუმჯობესეს : ირაკლი მექვაბიშვილმა, ლიზი ლომაძემ ( მიუხედავად ავადმყოფობისა) , დავით ხელაძემ და ბექა მჭედლიშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share